როგორ უნდა გადარჩეს დაავადებული ფუტკარი

6 Views
Nac Ge
Nac Ge
05 Mar 2020

ავტორები: სულხან მესხიძე, მალხაზ ხუნდაძე, რამაზ ფანცულაია

იუსუფ კახიძე დროის უმეტეს ნაწილს ფუტკრების მოვლას უთმობს. მისი ოჯახის შემოსავლის წყარო თაფლია. მეფუტკრეობას ფერმერი 20 წელია მისდევს. წელს თაფლის დიდ რაოდენობას ელოდა, თუმცა გავრცელებულმა სხვადასხვა დაავადებამ ფუტკრები დაუხოცა. ფერმერი იმედს არ კარგავს.

იუსუფ კახიძის მსგავსად, მაჭახლის ხეობაში მეფუტკრეობას ათეულობით ოჯახი მისდევს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისთვის ხეობაში 2 000-მდე სკაა აღრიცხული. 30 პროცენტი დაავადებას ემსხვერპლა. მეწარმეებს დღეს სპეციალისტები შეხვდნენ.

სპეციალისტების თქმით, ფუტკრები ხშირად ყვავილის დამტვერვისას იწამლებიან. გავრცელებულია ნოზემატოზიც, რაც ადვილად გადამდები დაავადებაა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეებს დახმარებას ჰპირდება. მათ ტრენინგებს ჩაუტარებენ და ინვენტარით თანადაფინანსების პრინციპით მოამარაგებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს მაჭახლის ხეობაში სკებიდან სინჯები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რამდენიმე დღეში გაირკვევა კონკრეტულად რა დაავადება ებრძვის ფუტკარს აჭარის სოფლებში.

Show more


0 Comments Sort By

No comments found