ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის მუშაობა სამცხე–ჯავახეთში

4 Views
Nac Ge
Nac Ge
05 Mar 2020

სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრი რეგიონში ერთადერთია, რომელიც მოსახლეობას სურსათის უვნებლობის საკითხებში დახმარებას უწევს. ცენტრი ევროკავშირის ეგიდით, ევრაზიის ფონდის დაფინანსებით ფუნქციონირებს და მოსახლეობას, ძირითადად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ემსახურება. ცენტრის თანამშრომლები საზოგადოების მოთხოვნით, ლაბორატორიულად იკვლევენ, როგორც საკვებ პროდუქტებს, ასევე, სასმელ წყლსაც.
სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, მოსახლეობისგან ხშირად ისმის კითხვები, რამდენად სწორადაა შენახული ესა თუ ის პროდუქტი. ამისთვის კი აუცილებელია მისი ლაბორატორიული კვლევა მოხდეს. მარინა გიორგობიანის თქმით, სტრუქტურა, რომელიც აღნიშნულს გააკონტროლებს, საქართველოში არ არსებობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს რესურსები, კი მთელ ქვეყნას ვერ მოიცავს.
მომხმარებელთა დახმარების ცენტრები საქართველოს მასშტაბით, ოთხ მუნიციპალიტეტშია განთავსებული. სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტის ვარაუდით, ცენტრმა სამცხე–ჯავახეთში მუშაობა, შესაძლოა, რეგიონის მასშტაბით გაგრძელოს.

Show more


0 Comments Sort By

No comments found